1-ლი ისტორია
როცა გავიცანი ანათებდა.. არ ვიცი ამას სხვანაირად როგორ უნდა დაარქვა. როცა ადამიანს უყურებ, უსმენ და გრძნობ რომ ანათებს.. ბავშვურად ანათებდა.. არ ჭირდებოდა ”მეორე ნახევარი”, ან ბევრი ფული, ან წარმატებული კარიერა, რომ ბედნიერი ყოფილიყო..
ხშირად ვლაპარაკობდით.. მიყვებოდა როგორი სავსეა როცა უკრავს..როცა გრძნობს საყვარელ ადამიანებს.. განიცდის ყველა მომენტს და აგროვებს ემოციებს..მერე კი უზიარებს სხვებს..
ბოლოს როცა ვნახე ჩამქვრალი იყო.. ვეღარც ვუსმენდი..ვეღარც ვგრძნობდი..
გქონიათ ასეთი მომენტი? როცა ხედავთ ადამიანს, მაგრამ თითქოს უკვე აღარ არსებობს..
მოძრაობს..იცინის..ხმაც თითქოს იგივეა..მიმიკებიც..მაგრამ…
საშინლად მომინდა სახე დამეჭირა, თვალებში მეყურებინა და მეყვირა, რომ გამოცოცხლებულიყო.. დავენახე…რომ დამყრდნობოდა და დავეხმარებოდი..
მაგრამ ვერ შევძელი.
მე-2 ისტორია
როცა რაღაც იცვლება გგონია რომ ძველი ნივთები, ან წერილები გააჩერებს ამ მომენტს.. როცა მოგენატრება წაიკითხავ და იმ განცდას დაიბრუნებ, რომ შენთანაა.. შენიანია..
მერე კი წევხარ და თავიდან და თავიდან კითხულობ ერთსა და იმავეს.. მაგრამ.. გაკლია..გტკივა..
სმს-ებსაც ქონიათ მოქმედების ვადა..
მე-3 ისტორია
სამსახურში შესვლისას და გამოსვლისას ვხვდები.. ყოველთვის ნარინჯისფერი ჰალსტუხი უკეთია; მშვიდი ნაკვთები აქვს. არც ვიცი რა ქვია.. ვაკაკუნებ, კარს მიღებს და თბილად ვუღიმით ერთმანეთს..მერე კი შევდივარ სხვა განზომილებაში..
ერთი კადრი მახსოვს … ტირილამდე დაღლილი გამოვედი განზომილებიდან.. შემომხედა და გამიღიმა.. არაფერი უთქვამს.. ავივსე.. და ვიგრძენი, რომ ჩემიანი ადამიანია გვერდით..
მე-4 ისტორია
ვზივარ რომელიღაც კაფეში. ირგვლივ სულ უცხოელები არიან. პატარა ბაღივითაა.. მესმის ტიკტიკივით ლაპარაკი.სიტყვებს ვერ ვარჩევ.. თბილი ამინდია. ფოტოებს ვიღებთ.. თითქოს არ ვარ თბილისში.. თითქოს საზღვრებს მიღმა ..
მირეკავს. საზღვრების მიღმიდან.. მესმის მისი ხმა..გაუჩერებლად რომ მიყვება როგორ დადის მადრიდის ქუჩებში და როგორ უნდოდა მოეყოლა, რომ..
იმ მომენტში თითქოს აღარ არის.. უკვე მასთან ერთად ვსუნთქავ მადრიდის ჰაერს..
მე-5 ისტორია
ყოველთვის როცა მავიწყდება…მახსენებს, რომ ბედნიერება მოაქვს..
არადა სულ არ უფიქრია, არ დაუგეგმავს, არ მოუნდომებია. უბრალოდ გვერდითაა და ბედნიერება მოაქვს..
ყოველთვის როცა მავიწყდება.. მახსენებს, რომ თბილა.. თუნდაც ზამთარში.. თუნდაც თბილისის აუტანელ წვიმიან ამინდში.. თბილა ისე როგორც ღუნღულა, სქლადმოქსოვილ მაისურში ბუხართან ჯდომის დროს.. ჩაის ნელ-ნელა.. აუჩქარებლად რომ წრუპავ..
